წყალბურთი | საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასზე პირველი მატჩი იტალიასთან გამართა #1TVSPORT
ავსტრალიაში დაიწყო მსოფლიო თასის გათამაშება წყალბურთში, რომელშიც რვა ნაკრები (მათ შორის, საქართველო) მონაწილეობს. საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში იტალიას შეხვდა და 12:18 დამარცხდა.
პირველი მეოთხედი ქართველმა წყალბურთელებმა ორი ბურთის სხვაობით დათმეს, მეორე მეოთხედი ფრედ დასრულდა. დარჩენილი ორი მეოთხედი იტალიელებმა უკეთ (6:3, 5:4) ჩაატარეს და ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც მათი მეტოქე საბერძნეთის ნაკრები იქნება.
საქართველოს ნაკრები კი მსოფლიო თასზე მეხუთე-მერვე ადგილებისთვის ითამაშებს და მონტენეგროს დაუპირისპირდება, რომელიც მეოთხედფინალში საბერძნეთთან 13:14 დამარცხდა.
საქართველოსა და მონტენეგროს ნაკრებების მატჩი 24 ივლისს გაიმართება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა იტალიასთან:
კაპანაძე (10 მოგერიება); ადეიშვილი (3 გოლი), დადვანი (3), ვასიჩი (2), ახვლედიანი (2), ბითაძე (1), როგაჩი (1), ჯახაია, მესხი, მაგრაქველიძე, ჩიქოვანი, ტყეშელაშვილი, შუშიაშვილი.