წყალბურთი | საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასზე გამოსვლა დაასრულა #1TVSPORT

13:14, 25.07.2026

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა სიდნეიში მიმდინარე მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ხორვატიის ნაკრებთან ჩაატარა, 12:18 დამარცხდა და ტურნირზე გამოსვლა მერვე ადგილზე დაასრულა.

გადამწყვეტი უპირატესობა ხორვატებმა მესამე მეოთხედში მოიპოვეს (6:1), ბოლო მეოთხედში საქართველოს ნაკრებმა 5:3 მოიგო, მაგრამ ჩამორჩენა ვეღარ აღმოფხვრა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ხორვატიასთან:

ტყეშელაშვილი (2 გოლი), დადვანი (2), შუშიაშვილი (2), ვასიჩი (2), როგაჩი, (2), მესხი (1), ჩიქოვანი (1), ბითაძე,  ჯახაია, ახვლედიანი, მაგრაქველიძე.

მსგავსი