წყალბურთი | საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე ფინალური მატჩი გამართა #1TVSPORT
საქართველოს ეროვნულა ნაკრები მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე დივიზიონის ფინალში მონტენეგროს ნაკრებს შეხვდა და 17:19 დამარცხდა.
სამი მეოთხედის შემდეგ საქართველოს ნაკრები 13:12 იგებდა, მაგრამ დასკვნით რვაწუთიან მონაკვეთში მონტენეგრომ შეძლო უპირატესობის მოპოვება და საბოლოოდ ორი ბურთის სხვაობით მოიგო.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ირაკლი რაზმაძე, გიორგი გვეტაძე; საბა ტყეშელაშვილი (1 გოლი), ნიკა შუშიაშვილი (2), ხვიჩა ჯახაია (3), ბესარიონ ახვლედიანი (5), ველოკო ტანკოსიჩი (2), იოვან სარიჩი, სტეფან პიეშივაცი (2), ანდრია ვლაჰოვიჩი (2), ლუკა ჩიქოვანი, ანდრია ბითაძე, საბა მაჭავარიანი, გიორგი მესხი.
ტურნირზე მესამე ადგილისთვის მატჩში გერმანიამ საფრანგეთი 8:6 დაამარცხა.
ამრიგად, მალტაში დასრულებულ ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასის სუპერფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, რომელიც 22-26 ივლისს ავსტრალიში ჩატარდება და მასში 8 უძლიერესი ნაკრები მიიღებს მონაწილეობას – ავსტრალია, ხორვატია, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია, საქართველო, მონტენეგრო და ესპანეთი.