წყალბურთი | საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი საბერძნეთთან მატჩით დაასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მესამე მატჩი გამართა. ჩვენი გუნდის მეტოქე საბერძნეთი იყო, რომელმაც 9:18 გაიმარჯვა.

ქართველებმა მატჩი კარგად დაიწყეს, თუმცა შედარებით გამოცდილმა მეტოქემ მაინც მოახერხა უპირატესობის მოპოვება, ანგარიშშიც დაწინაურდა და თამაში ისე დასრულდა, საქართველოს ნაკრებისთვის ანგარიშის გათანაბრების შანსი არ მიუცია.

ჩვენს გუნდში 6 გოლით მარკო ელაჩა გამოირჩა, ძიხციარენკამ, პიესივაჩმა და შუშიაშვილმა თითო-თითო გოლი გაიტანეს.

ქართველებმა ჯგუფური ეტაპი მეოთხე ადგილზე დაასრულეს, თუმცა პირველობისთვის ბრძოლას კიდევ განაგრძობენ – გადათამაშებაში D ჯგუფის პირველადგილოსანს დაუპირისპირდებიან. ამ ჯგუფში პირველობისთვის იბრძვიან რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია და ნიდერლანდები.

საქართველო მათ შორის საუკეთესოსთან 11 იანვარს ითამაშებს.