წყალბურთი | საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასზე მეშვიდე ადგილისთვის ითამაშებს #1TVSPORT
ავსტრალიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მეორე მატჩი მონტენეგროსთან გამართა და 16:18 დამარცხდა.
სამი მეოთხედის შემდეგ საქართველოს ნაკრები სამი ბურთით (11:14) მარცხდებოდა და ვითარების გამოსწორებას მეოთხე მეოთხედში შეეცადა. დასკვნითი პერიოდი ქართველმა წყალბურთლებმა 5:4 მოიგეს, მაგრამ საბოლოოდ თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.
საქართველოს ნაკრებში ყევლაზე შედეგიანი ნიკა შუშიაშვილი იყო, რომელმაც 4 ბურთი გაიტანა.
საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასზე მეშვიდე ადგილისთვის მატჩს 25 ივლისს ხორვატიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მონტენეგროსთნ:
კაპანაძე (5 მოგერიება); ტყეშელაშვილი (1 გოლი), დადვანი (1), შუშიაშვილი (4), ბითაძე (2), ვასიჩი (1), ახვლედიანი (3), მაგრაქველიძე (2), ჩიქოვანი (1), როგაჩი (1), მაჭავარიანი, ჯახაია.