წყალბურთი | საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვედფინალში თურქეთის ნაკრებს შეხვდება #1TVSPORT
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მალტაში, მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე დივიზიონის გათამაშებაში მონაწილეობს. ტურნირში, რომელიც 7 აპრილს დაიწყო და 13 აპრილამდე გასტანს, 24 გუნდი თამაშობდა, საიდანც პლეიოფში 16 გავიდა.
საქართველოს ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე სამი მატჩი ჩაატარა, დამარცხდა თურქეთთან (16:17), მოუგო ბრაზილიასა (17:15, პენალტებით) და სლოვენიას (24:7). შედეგად ჯგუფურ ეტაპზე გამოსვლა მე-10 ადგილზე დაასრულა.
შესაბამისად, საქართველოს ნაკრებმა მერვედფინალის საგზური მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე კვლავ თურქეთის ნაკრები იქნება. ამ წყვილში გამარჯვებული მეოთხედფინალში კანადისა და უკრაინის ნაკრებებს შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება.
მერვედფინალური მატჩი 10 აპრილს, თბილისის დროით 12:00 საათზე გაიმართება.
მერე დივიზიონის ორი საუკეთესო გუნდი მსოფლიო თასის საგზურს მოიპოვებს, რომელიც 2026 წლის 22-26 ივლისს ავსტრალიაში ჩატარდება.