წყალბურთი | საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეექვსედ ითამაშებს - 4 იანვრიდან პირდაპირი რეპორტაჟები პირველ არხზე #1TVSPORT
წყალბურთი | საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეექვსედ ითამაშებს - 4 იანვრიდან პირდაპირი რეპორტაჟები პირველ არხზე #1TVSPORT

2024 წლის 4-16 იანვარს ხორვატიაში (ზაგრები, დუბროვნიკი) წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრებიც ითამაშებს. მატჩების პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მომავალი ტურნირი განახლებული ფორმატით ჩატარდება. 16 ნაკრები, გასული ევროპირველობის შედეგების მიხედვით, ორ დივიზიონში გადანაწილდა და ოთხგუნდიანი ჯგუფები ჩამოაყალიბა. საქართველოს ნაკრები A დივიზიონში ასპარეზობს.

A დივიზიონი

A ჯგუფი: ხორვატია, ესპანეთი, საფრანგეთი, მონტენეგრო.

B ჯგუფი: იტალია, უნგრეთი, საბერძნეთი, საქართველო.

 საქართველოს ნაკრების თამაშების განრიგი:

4 იანვარი, 20:00 | საქართველო-იტალია

6 იანვარი, 20:00 | საქართველო-უნგრეთი

8 იანვარი, 20:00 | საქართველო-საბერძნეთი

B დივიზიონი

C ჯგუფი: სერბეთი, გერმანია, ისრაელი, მალტა.

D ჯგუფი: რუმინეთი, ნიდერლანდები, სლოვენია, სლოვაკეთი.

A დივიზიონის ჯგუფების ორ-ორი საუკეთესო პირდაპირ მეოთხედფინალში გავა, მესამე-მეოთხე ადგილზე გასული გუნდები კი მეორე დივიზიონის ჯგუფების პირველ-მეორეადგილოსნებს მერვედფინალში შეხვდებიან და მათ შორის გამოვლინდება დარჩენილი ოთხი მეოთხედფინალისტის ვინაობა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეექვსედ იასპარეზებს. ქართველი წყალბურთელების დებიუტი ევროპირველობაზე 2014 წელს ბუდაპეშტში შედგა, სადაც ქართველმა წყალბურთელებმა მე-12 ადგილი დაიკავეს. 2016-ში მე-14 პოზიციაზე გავიდნენ, 2018-ში – მეცამეტეზე, 2020 წელს – მეათეზე, ბოლო ევროპის ჩემპიონატზე (2022 წელს) კი მერვე შედეგი აჩვენეს, რაც ნაკრების ისტორიაში საუკეთესო შედეგია.