წყალბურთი | საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე რუმინეთთან დამარცხდა #1TVSPORT
ბელგრადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე წყალბურთში, საქართელოს ეროვნულმა ნაკრებმა მეორე ჯგუფურ ეტაპზე მეორე მატჩი რუმინეთის ნაკრებთან გამართა და 10:15 დამარცხდა.
ფრედ (6:6) დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ რუმინელებმა გადამწყვეტი უპირატესობა მეოთხე მეოთხედში მოიპოვეს და საბოლოოდ სასურველ შედეგს მიაღწიეს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ირაკლი რაზმაძე (მეკარე, 9 მოგერიება), გიორგი გვეტაძე (მეკარე); დუშან ვასიჩი (5 გოლი), სტეფან პიეშივაცი (2), საბა ტყეშელაშვილი (1), იოვან სარიჩი (1), ლუკა ჩიქოვანი (1), ანდრია ბითაძე, სანდრო ადეიშვილი, რევაზ იმნაიშვილი, გიორგი მაგრაქველიძე, ველკო ტანკოსიჩი, ანდრია ვლაჰოვიჩი.
ჯგუფის მესამე მატჩს ქართველი წყალბურთელები თურქეთის წინააღმდეგ 21 იანვარს, 18:30 საათზე გამართავენ – პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
