წყალბურთი - საქართველოს იუნიორთა ნაკრები მეცხრე ადგილისთვის ითამაშებს
თბილისში მიმდინარე იუნიორთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მერვედფინალურ მატჩში გერმანიასთან წააგო და ბრძოლას მეცხრე ადგილისთვის გააგრძელებს.
მატჩი გერმანელების სრული უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით, 11-6 დასრულდა.
მერცხე ადგილისთვის პირველ მატჩს ჩვენი წყალბურთელები ხვალ, 15 აგვისტოს, მალტის წინააღმდეგ გამართავენ და გამარჯვების შემთხვევაში ჰოლანდიასა და ხორვატიას შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.