წყალბურთი – საქართველოს იუნიორთა ნაკრები მეცხრე ადგილისთვის ითამაშებს

20:02, 14.08.2019

თბილისში მიმდინარე იუნიორთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მერვედფინალურ მატჩში გერმანიასთან წააგო და ბრძოლას მეცხრე ადგილისთვის გააგრძელებს.

მატჩი გერმანელების სრული უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით, 11-6 დასრულდა.

მერცხე ადგილისთვის პირველ მატჩს ჩვენი წყალბურთელები ხვალ, 15 აგვისტოს, მალტის წინააღმდეგ გამართავენ და გამარჯვების შემთხვევაში ჰოლანდიასა და ხორვატიას შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.

მსგავსი