წყალბურთი | საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კანადა დაამარცხა #1TVSPORT
წყალბურთი | საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კანადა დაამარცხა #1TVSPORT

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის მეორე დივიზიონის მატჩებამდე საერთაშორისო ტურნირში (Danube Cup 2026) მონაწილეობს, სადაც პირველი მატჩი კანადის ნაკრებთან გამართა და მეტოქე 17:11 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

ირაკლი რაზმაძე, საბა ტყეშელაშვილი (2), ვატო დადვანი (1), ნიკა შუშიაშვილი (3), ანდრია ბითაძე, დუშან ვასიჩი (3), ხვიჩა ჯახაია (3), იოვან სარიჩი, გიორგი მესხი (1), ველკო ტანკოსიჩი (1), ბესიკ ახვლედიანი (1), სტეფან პიეშივაცი (1),  გიორგი გვეტაძე, საბა მაჭავარიანი (1).

საქართველოს ნაკრები მეორე მატჩს 4 აპრილს ავსტრალიასთან გამართავს (19:15), 5 აპრილს კი სლოვაკეთს დაუპირისპირდება (13:45).

მსოფლიო თასის მეორე დივიზიონის გათამაშება მალტაში 7 აპრილს დაიწყება, ტურნირში 24 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობს, ორი საუკეთესო გუნდი მსოფლიო თასის ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებს.

ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები თურქეთის, ბრაზილიისა და სლოვენიის ნაკრებები იქნებიან.

7 აპრილი, 13:00 | საქართველო – თურქეთი

8 აპრილი, 13:30 | საქართველო – ბრაზილია

9 აპრილი, 15:00 | საქართველო – სლოვენია