წყალბურთი | საქართველოს 20-წლამდელთა ნარებმა ევროპის ჩემპიონატზე ლიეტუვასაც მოუგო #1TVSPORT
პორტუგალიის ქალაქ ოიერაში მიმდინარე 20-წლამდე წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე (I დივიზიონი) საქართველოს ნაკრებმა მესამე მატჩი მოიგო – ქართველმა ახალგაზრდებმა ლიეტუვის ნაკრებს 16:6 სძლიეს.
საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს ოთხივე მეოთხედში აჯობა (6:2, 1:0, 5:3, 4:1) და საბოლოოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
დავით მაჭავარიანი (მეკარე), ალექსანდრე ბაბიაშვილი (მეკარე); გიორგი ვეშაგური (3 გოლი), სანდრო იობიძე, ივა ჭუბაბრია (3), ლადო რამინიშვილი (3), ნიკოლოზ გიორგობიანი (1), ლაშა-გიორგი ხუციანიძე (1), ნიკოლოზ ყურაშვილი (3), ლუკა ხურცილავა (3), დავით ლანდია, გიორგი აბესაძე (2), საბა გუჯარაიძე, ლუკა რუბაშვილი.
საქართველოს ნაკრები ოთხი ტურის შემდეგ სამი მოგებით ჯგუფში მეორე ადგილზეა. მომდევნო მატჩს ქართველი წყალბურთელები 14 აგვისტოს პოლონეთის ნაკრებთან გამართავენ.