წყალბურთი | საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალია დაამარცხა #1TVSPORT

18:44, 11.08.2026

პორტუგალიის ქალაქ ოიერაში მიმდინარე 20-წლამდე წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე (I დივიზიონი) საქართველოს ნაკრები მასპინძელთა გუნდს შეხვდა და 20:11 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მაჭავარიანი (მეკარე), ბაბიაშვილი (მეკარე); ვეშაგური (3 გოლი), იობიძე, ჭუბაბრია (2), რამინიშვილი (4), გიორგობიანი (2), ხუციანიძე (2), ყურაშვილი (1), ხურცილავა (3), ლანდია, აბესაძე (1), გუჯარაიძე, რუბაშვილი (2).

საქართველოს ნაკრებს ორი ტურის შემდეგ ერთი მოგება და ერთი წაგება აქვს, მომდევნო მატჩს ქართველი წყალბურთელები 12 აგვისტოს ფინეთის ნაკრებთან გამართავენ.

მსგავსი