წყალბურთი | საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა მეხუთე ადგილზე დაასრულა #1TVSPORT

18:40, 16.08.2026

პორტუგალიის ქალაქ ოიერაში 20-წლამდე წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე (I დივიზიონი) საქართველოს ნაკრებმა მეხუთე ადგილისთვის ფინალურ მატჩში უკრაინის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში 13:12 დაამარცხა.

თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველი მეოთხედი ქართველმა წყალბურთელებმა 4:2 მოიგეს, მეორეში უკრაინელბმა ერთი ბურთით იმარჯვეს (5:4) და პირველი ტაიმი საქართველომ 8:7 მოიგო.

მესამე მეოთხედი კვლავ ქართველი წყალბურთელების გამარჯვებით დასრულდა (3:1). დასკვნით რვაწუთიან მონაკვეთში უკრაინელებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს, მაგრამ მატჩის დასრულებამდე საქართველოს ნაკრებმა გადამწყვეტი გოლის გატანა შეძლო, საბოლოოდ 13:12 მოიგო და ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა მე-5 ადგილზე დაასრულა.

საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტი გოლი (4) ნიკოლოზ ყურაშვილის ანგარიშზეა.

საქართველოს ნაკრები:

დავით მაჭავარიანი (მეკარე), ალექსანდრე ბაბიაშვილი (მეკარე); გიორგი ვეშაგური (2 გოლი), სანდრო იობიძე (1), ივა ჭუბაბრია, ლადო რამინიშვილი (1), ნიკოლოზ გიორგობიანი (1), ლაშა-გიორგი ხუციანიძე, ნიკოლოზ ყურაშვილი (4), ლუკა ხურცილავა, დავით ლანდია, გიორგი აბესაძე (3), საბა გუჯარაიძე, ლუკა რუბაშვილი (1).

მსგავსი