წყალბურთი | საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეხუთე-მერვე ადგილებისთვის ითამაშებს #1TVSPORT

21:30, 14.08.2026

პორტუგალიის ქალაქ ოიერაში მიმდინარე 20-წლამდე წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე (I დივიზიონი), საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი პოლონეთთან გამართა და დაძაბულ ბრძოლაში 11:12 დამარცხდა..

შეხვედრის პირველი და მერე მეოთხედი ფრედ (3:3, 4:4) დასრულდა, პოლონელებმა გადამწყვეტი უპირატესობა მესამე მეოთხედში მოიპოვეს, რომეილიც სამი ბურთის სხვაობით მოიგეს (4:1).

დასკვნით მეოთხედში საქართველოს ნაკრები მდგომარეობის გამოსწორებას შეეცადა, ქართველმა წყალბურთელებმა ბოლო რვაწუთიან მონაკვეთში მეტოქეს 3:1 სძლიეს, მაგრამ ეს საბოლოო გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

დავით მაჭავარიანი (მეკარე), ალექსანდრე ბაბიაშვილი (მეკარე); გიორგი ვეშაგური, სანდრო იობიძე, ივა ჭუბაბრია (2 გოლი), ლადო რამინიშვილი, ნიკოლოზ გიორგობიანი (2), ლაშა-გიორგი ხუციანიძე (2), ნიკოლოზ ყურაშვილი (1), ლუკა ხურცილავა, დავით ლანდია (1), გიორგი აბესაძე (1), საბა გუჯარაიძე, ლუკა რუბაშვილი (2).

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და ბრძოლას მეხუთე-მერვე ადგილებისთვის განაგრძობს, რომლის ნახევარფინალურ მატჩს 15 აგვისტოს ნეიტრალური დროშით მოასპარეზე გუნდთან გამართავს.

მსგავსი