წყალბურთი | საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეხუთე ადგილისთვის ითამაშებს #1TVSPORT
პორტუგალიის ქალაქ ოიერაში მიმდინარე 20-წლამდე წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე (I დივიზიონი), საქართველოს ნაკრებმა მეხუთე ადგილისთვის ნახევარფინალურ მატჩში ნეიტრალურ ათლეტთა გუნდი 17:7 დაამარცხა.
ქართველმა წყალბურთელებმა მეტოქეს ოთხივე მეოთხედში აჯობეს (2:1, 5:4. 3:0, 7:2), ქართველთაგან ყველაზე მეტი გოლი (4) კი ლადო რამინიშვილის ანგარიშზეა.
საქართველოს ნაკრები:
დავით მაჭავარიანი (მეკარე), ალექსანდრე ბაბიაშვილი (მეკარე); გიორგი ვეშაგური (1 გოლი), სანდრო იობიძე (2), ივა ჭუბაბრია (2), ლადო რამინიშვილი (4), ნიკოლოზ გიორგობიანი (1), ლაშა-გიორგი ხუციანიძე (1), ნიკოლოზ ყურაშვილი (2), ლუკა ხურცილავა (1), დავით ლანდია (2), გიორგი აბესაძე, საბა გუჯარაიძე, ლუკა რუბაშვილი (1).
მეხუთე ადგილისთვის ფინალურ მატჩს საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები 16 აგვისტოს უკრაინის ნაკრებთან გამართავს.