წყალბურთი | საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი მოიგო #1TVSPORT
წყალბურთი | საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი მოიგო #1TVSPORT

რუმინეთის ქალაქ ორადეაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 18-წლამდე წყალბურთელთა შორის საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრა უკრაინის ნაკრებთან გამართა და მეტოქე 17:8 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე მეტი, 5 გოლი ლუკა მჭედლიშვილის ანგარიშზეა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

ლუკა კლდიაშვილი, ალექსანდრე ბაბიაშვილი; ლუკა მჭედლიშვილი (5 გოლი), გიორგი აბესაძე (4), ივა ჭუბაბრია (2), ლუკა ხურცილავა (3), ლუკა რუბაშვილი (1), გიორგი სურმავა (1), გიორგი ვეშაგური (1), ლუკა ლომიძე, ლევან პეტაშვილი, ანდრია შერვაშიძე, თეიმურაზ შონია, აკაკი ცეცხლაძე.

მთავარი მწვრთნელი: ზვიად დავითიანი.

მწვრთნელები: ოთარ ქოიავა, ირაკლი გოგიჩაიშვილი, დეიან სტანოიევიჩი.

პირველ ტურში საქართველოს ნაკრები გერმანიასთან 8:14 დამარცხდა, ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს ქართველი წყალბურთელები 20 აგვისტოს მალტასთან გამართავენ.

ევროპის ჩემპიონატი 24 აგვისტოს დასრულდება.