წყალბურთი | საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი გამართა #1TVSPORT
18 აგვისტოს რუმინეთის ქალაქ ორადეაში დაიწყო ევროპის ჩემპიონატი 18-წლამდე წყალბურთელთ შორის.
D ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები გერმანიის, უკრაინისა და მალტის ნაკრებები იქნებიან.
ქართველმა წყალბურთელებმა პირველი მატჩი გერმანიასთან გამართეს და 8:14 დამარცხდნენ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ლუკა კლდიაშვილი, ალექსანდრე ბაბიაშვილი; გიორგი აბესაძე (3 გოლი), ივა ჭუბაბრია (1), ლუკა ხურცილავა (1), ლუკა ლომიძე, ლუკა მჭედლიშვილი (1), ლევან პეტაშვილი, ლუკა რუბაშვილი (1), ანდრია შერვაშიძე, თეიმურაზ შონია, გიორგი სურმავა, დემეტრე თოდუა, აკაკი ცეცხლაძე, გიორგი ვეშაგური (1).
მთავარი მწვრთნელი: ზვიად დავითიანი.
მწვრთნელები: ოთარ ქოიავა, ირაკლი გოგიჩაიშვილი, დეიან სტანოიევიჩი.
მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 19 აგვისტოს უკრაინასთან გამართავს, ჯგუფის დასკვნით მატჩს კი 20 აგვისტოს მალტასთან ჩაატარებს.
ევროპის ჩემპიონატი 24 აგვისტომდე გაგრძელდება.