წყალბურთი | საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეოთხე მატჩი გამართა #1TVSPORT
რუმინეთის ქალაქ ორადეაში მიმდინარე 18-წლამდე წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები თურქეთთან 8:11 დამარცხდა და მე-15 ადგილის დასაკავებლად უკრაინის ნაკრებს შეხვდება, რომელმაც რუმინეთთან 12:16 წააგო.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა თურქეთთან:
ლუკა კლდიაშვილი, ალექსანდრე ბაბიაშვილი; გიორგი ვეშაგური (2 გოლი), ლუკა მჭედლიშვილი (2), გიორგი აბესაძე (1), ლუკა ხურცილავა (1), გიორგი სურმავა (1), ანდრია შერვაშიძე (1), ლუკა რუბაშვილი, ივა ჭუბაბრია, თეიმურაზ შონია, ლუკა ლომიძე, ლევან პეტაშვილი, აკაკი ცეცხლაძე.
მთავარი მწვრთნელი: ზვიად დავითიანი.
მე-15 ადგილისთვის საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების შეხვედრა 22 აგვისტოს გაიმართება. ეს გუნდები მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ერთმანეთს ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ – მატჩში საქართველოს ნაკრებმა 17:8 მოიგო.