წყალბურთი | საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა #1TVSPORT
წყალბურთი | საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა #1TVSPORT

რუმინეთის ქალაქ ორადეაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 18-წლამდე წყალბურთელთა შორის საქართველოს ნაკრებმა უკრაინა 17:14 დაამარცხა და ტურნირზე გამოსვლა მე-15 ადგილზე დაასრულა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა უკრაინასთან:

ლუკა კლდიაშვილი, ალექსანდრე ბაბიაშვილი; ლუკა ხურცილავა (8 გოლი), გიორგი აბესაძე (3), ლუკა რუბაშვილი (2), ლუკა მჭედლიშვილი (1), გიორგი სურმავა (1), ივა ჭუბაბრია (1), თეიმურაზ შონია (1), გიორგი ვეშაგური, ანდრია შერვაშიძე, ლუკა ლომიძე, ლევან პეტაშვილი, აკაკი ცეცხლაძე.

მთავარი მწვრთნელი: ზვიად დავითიანი.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ხუთი მატჩი ჩაატარა, რომელთაგან სამი წააგო – გერმანიასთან (8:14) მალტასთან (8:13) და თურქეთთან (8:11), ხოლო უკრაინას ორჯერ მოუგო (17:8 და 17:14).