წყალბურთი | საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე თურქეთს შეხვდება #1TVSPORT
რუმინეთის ქალაქ ორადეაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 18-წლამდე წყალბურთელთა შორის საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპზე გამოსვლა მესამე ადგილზე დაასრულა და ბრძოლას მეცამეტე-მეთექვსმეტე ადგილებისთვის განაგრძობს.
21 აგვისტოს ქართველი წყალბურთელები პირველ შეხვედრას თურქეთთან გამარავენ. წარმატების შემთხვევაში, მე-13 ადგილის დასაკავებლად გადამწყვეტ შეხვედრას უკრაინასა და რუმინეთის ნაკრებებს შორის გამარჯვებულთან ჩაატარებენ.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე სამი მატჩი ჩაატარა – დამარცხდა გერმანიასთან (7:18) და მალტასთან (8:13), ხოლო უკრაინას 17:8 სძლია.