წყალბურთი | საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა მეთორმეტე ადგილზე დაასრულა #1TVSPORT
წყალბურთი | საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა მეთორმეტე ადგილზე დაასრულა #1TVSPORT

თურქეთში 16-წლამდე წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა, რომელიც ამ რანგის ტურნირზე პირველად მონაწილეობდა, გამოსვლა მე-12 ადგილზე დაასრულა – ქართველმა წყალბურთელებმა ბოლო მატჩი რუმინელ თანატოლებთან გამართეს და 7:10 დამარცხდნენ.

საქართველოს ნაკრებიდან სამი გოლი ლუკა ხურცილავამ გაიტანა, დუბლით გამოიჩინა თავი ლადო რამინიშვილმა, ხოლო გიორგი სურმავამ და დავით ლანდიამ თითო გოლი გაიტანეს.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ექვსი მატჩი ჩაატარა – ჯგუფურ ეტაპზე დაამარცხა მალტა (11:8) და მოლდოვა (17:11), ხოლო უნგრეთთან (4:14), გერმანიასთან (6:17) და რუმინეთთან (7:10) დამარცხდა და საბოლოოდ სადებიუტო ევროპის ჩემპიონატი მე-12 ადგილზე დაასრულა.