წყალბურთი | საქართველოს 16-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ბოლო მატჩს რუმინეთთან ჩაატარებს #1TVSPORT
თურქეთში მიმდინარე წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე 16-წლამდელთა შორის საქართველო ჭაბუკთა ნაკრები მეცხრე ადგილისთვის ნახევარფინალურ მატჩში გერმანიასთან 6:17 დამარცხდა.
ქართველებიდან 2-2 გოლი გიორგი სურმავამ და ივა ჭუბაბრიამ გაიტანეს, საბა აზარაშვილმა და ანდრია ცირდავამ კი თითოჯერ გამოიჩინეს თავი.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ბოლო მატჩს 12 ივლისს რუმინეთთან გამართავს და მოგების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლას მე-11 ადგილზე დაასრულებს.