წყალბურთი | საქართველოს 16-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მომდევნო ეტაპზე გავიდა #1TVSPORT
წყალბურთი | საქართველოს 16-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მომდევნო ეტაპზე გავიდა #1TVSPORT

7 ივლისს თურქეთში დაიწყო ევროპის ჩემპიონატი 16-წლამდე წყალბურთელთა შორის. საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებთან 8:16 დამარცხდა, ქვეჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და მეოთხედფინალში გასასვლელად იბრძოლებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ნიდერლანდებთან მატჩში:

ალექსანდრე ბაბიაშვილი (მეკარე), ნიკოლოზ გელაშვილი (მეკარე); დავით ინიანი, იოანე კაბოსანიძე, ივა ჭუბაბრია, ლადო რამინიშვილი (2), გიორგი სურმავა (1), საბა აზარაშვილი (1), დავთ ლანდია, ლუკა ხურცილავა (4), ანდრია ცირდავა, საბა აბულაძე, დავით რამიშვილი, ნიაზ ჯინჭარაძე.

მთავარი მწვრთნელი: დეიან სტანოიევიჩი

ტურნირის დებიუტანტმა, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე მალტის ნაკრებს 11:8 სძლია, მოლდოვა კი 17:11 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრები მომდევნი მატჩს 10 ივლისს უნგრეთის ნაკრებთან ჩაატარებს – წარმატების შემთხვევაში, ქართველი წყალბურთელები მეოთხედფინალში საბერძნეთის ნაკრებს შეხვდებიან.

ევროპის ჩემპიონატი 13 ივლისს დასრულდება.