წყალბურთი | სანდრო ადეიშვილი კარიერას „ბუდუჩნოსტში“ გააგრძელებს #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებისა და თბილისის „დინამოს“ წყალბურთელი სანდრო ადეიშვილი კარიერას მონტენეგროს ჩემპიონატში, „ბუდუჩნოსტში“ გააგრძელებს – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
„2025-2026 წლების სეზონში „ბუდუჩნოსტის“ ღირსებას გამოცდილი სანდრო ადეიშვილი დაიცავს და გააძლიერებს ჩვენს გუნდს ევროთასის ჯგუფური ეტაპის სადებიუტო სეზონში“.
ადეიშვილმა წყალბურთის თამაში თბილისის „დინამოში“ დაიწყო, რომლის შემადგენლობაშიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე სამი სეზონი ჩაატარა. თამაშობდა ზაგრების „მლადოსტსა“ და კრაგუევაცის „რადნიჩკიში“.