წყალბურთი | მსოფლიო თასისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
22 ივლისიდან 26 ივლისის ჩათვლით ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში წყალბურთში მსოფლიო თასის გათამაშება გაიმართება, რომელშიც, საქართველოს ნაკრებთან ერთად, ავსტრალიის, ესპანეთის, იტალიის, საბრძნეთის, უნგრეთის, ხორვატიისა და მონტენეგროს ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას.
ქართველი წყალბურთელები პირველ მატჩს 23 ივლისს, თბილისის დროით 09:00 საათზე იტალიასთან გამართავენ.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რევაზ ჩომახიძემ შეჯიბრებისთვის შემადგენლობა დაასახელა:
ბექა კაპანაძე, გიორგი გვეტაძე, ნიკა შუშიაშვილი, ლუკა ჩიქოვანი, სანდრო ადეიშვილი, ვალიკო დადვანი, ანდრია ბითაძე, გიორგი მესხი, გიორგი მაგრაქველიძე, ხვიჩა ჯახაია, ბესარიონ ახვლედიანი, საბა ტყეშელაშვილი, დრაგოლიუბ როგაჩი, საბა მაჭავარიანი, დუშან ვასიჩი.
მთავარი მწვრთნელი: რევაზ ჩომახიძე.