წყალბურთი | მეორე წაგება ჩემპიონთა ლიგაზე - თბილისის „დინამო“ „ოლიმპიაკოსთან“ დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს ჩემპიონმა წყალბურთში, თბილისის „დინამომ“ ჩემპიონთა ლიგაზე მეორე შეხვედრა გამართა და ზედიზედ მეორედ დამარცხდა. დეიან სტანოევიჩის გუნდი, „ბარსელონეტას“ შემდეგ, „ოლიმპიაკოსს“ საცურაო კომპლექს „ოლიმპიკზე“ დაუპირისპირდა და მატჩი 9:21 დათმო.
ბერძნულმა კლუბმა საწყისი პერიოდი 6:2 მოიგო. მეორე მეოთხედში „თბილისის“ დინამომ 1 გოლის გატანა შეძლო — მეტოქემ კი საპასუხოდ 4 გაიტანა და შესვენებაზე 7-ბურთიანი უპირატესობით გავიდა. ბოლო ორ პერიოდში „ოლიმპიაკოსმა“ მოპოვებული უპირატესობა არ გაანიავა და, საბოლოო ჯამში, 12 ბურთით მოიგო.
მომდევნო მატჩში თბილისის „დინამო“ 13 დეკემბერს „ვულიაგმენს“ დაუპირისპირდება.