წყალბურთი | კონფერენციის თასზე ქართული გუნდების მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT
წყალბურთი | კონფერენციის თასზე ქართული გუნდების მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT

ხორვატიის ქალაქ ზაგრებში წყალბურთში კონფერენციის ლიგის გათამაშების ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა, რომელშიც ორი ქართული გუნდი – თბილისის „დინამო“ და „აპოლო“ მონაწილეობს.

ტურირში მონაწილეობას 18 გუნდი იღებს, რომლებიც ორ ჯგუფში გადანაწილდნენ (ორი ოთხგუნდიანი და ორი ხუთგუნდიანი), მეოთხეფინალის საგზურს ჯგუფის ორი საუკეთესო მოიპოვებს.

„დინამო“ D ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები „ცრვენა ზვეზდა“ (სერბეთი), „პოსილიპო“ (იტალია), „სეტე“ (საფრანგეთი) და „მატარო“ (ესპანეთი) იქნებიან.

„აპოლო“ C ჯგუში ითამაშებს, სადაც ასევე მოხვდნენ „მონპელიე“ (საფრანგეთი), „დე აკერი“ (იტალია), „პრიმორიე რიეკა“ (ხორვატია) და „ჰონვედი“ (უნგრეთი).

მატჩები 2026 წლის 18-22 თებერვალს გაიმართება.