წყალბურთი | ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები საფრანგეთს შეხვდება - პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე #1TVSPORT
წყალბურთი | ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები საფრანგეთს შეხვდება - პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე #1TVSPORT

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე დასკვნით შეხვედრას საფრანგეთის წინააღმდეგ გამართავს – მატჩი 18:15 საათზე დაიწყება, ხოლო პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველო და საფრანგეთი გაარკვევენ, ვინ დაიკავებს ტურნირზე მე-9 ადგილს. ჩვენმა გუნდმა მიმდინარე შეჯიბრებაზე ორი მატჩი მოიგო – პირველ ჯგუფურ ეტაპზე სლოვენია დაამარცხა, ხოლო მეორე ჯგუფურ ეტაპზე თურქეთს სძლია.

2026 წლის ევროპის ჩემპიონატზე 16 გუნდი იღებდა მონაწილეობას. ტიტულისთვის ბრძოლას ოთხი აგრძელებს – საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია და სერბეთი. დანარჩენები კი დარჩენილ ადგილებს გაინაწილებენ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

1. ირაკლი რაზმაძე

2. საბა ტყეშელაშვილი

3. ვატო დადვანი

4. ნიკა შუშიაშვილი

5. ანდრო ბითაძე

6. დუშან ვასიჩი

7. სანდრო ადეიშვილი

8 იოვან სარიჩი

9. რევაზ იმნაიშვილი

10. გიორგი მაგრაქველიძე

11. ველკო ტანკოსიჩი

12. სტეფან პიეშივაცი

13. გიორგი გვეტაძე

14. ანდრია ვლაოვიჩი

15. ლუკა ჩიქოვანი