წყალბურთი | „დინამომ“ ჩემპიონთა ლიგაზე „ფერენცვაროშის“ წინააღმდეგობა ვერ დაძლია
„დინამო თბილისი“ ბუდაპეშტში მიმდინარე წყალნურთის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ მეორე შეხვედრაში დამარცხდა.
ქართული კლუბის მეტოქე გათამაშების ერთერთი ფავორიტი და ჯგუფის ლიდერი უნგრული „ფერენცვაროში“ იყო. მასპინძლებმა გადამწყვეტი უპირატესობა შეხვედრის პირველ მეოთხედშივე მოიპოვეს. უნგრული კლუბი საწყის პერიოდში 5 გოლით დაწინაურდა.
დინამოელთა მხრიდან კი ანგარიში ვაპენსკიმ, მატჩის მეორე პერიოდში გახსნა. „ფერენცვაროშმა“ კი საკუთარ მონაგარს კიდევ სამი გოლი მიამატა და მეორე პერიოდის შემდეგ 8:1 მასპინძელთა სასარგებლოდ დაფიქსირდა.
დარჩენილ ორ მეოთხედში „დინამომ“ თამაშის ხარისხი გამოასწორა. დეიან სტანოიევიჩის გაწვრთნილმა გუნდმა მესამე პერიოდი 2:1 მოიგო, ბოლო მეთხედი – 1:2 დათმო და საბოლოოდ 4:11 (0-5, 1-3, 2-1, 1-2 ) „ფერენცვაროშმა“ გაიმარჯვა.
დღეს „ბ“ ჯგუფში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა სადაც „ბრეშამ“ „ჰანოვერი“ 19:11 დაამარცხა. ბუდაპეშტში მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მორიგ მატჩს თბილისის „დინამო“ ხვალ, 4 მარტს სწორედ „ბრეშას“ წინააღმდეგ თბილსიის დროით 17:00 გამართავს, მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ, რომ რომ ჩემეპიონთა ლიგის პლეი ოფში ჯგუფიდნ 4 საუკეთესო კლუბი ითამაშებს.