წყალბურთი - დინამო თბილისი ევროპის 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა
წყალბურთი - დინამო თბილისი ევროპის 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა

წყალბურთის კლუბ თბილისის დინამოს ფეიხბუკ გვერდი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ევროპის საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის გადაწყვეტილებით, კლუბი ჩემპიონთა ლიგის დასკვნით ეტაპზე, ევროპის საუკეთესო 16 გუნდს შორის იასპარეზებს.

30 აგვისტოს, ბარსელონაში გამართულ კენჭისყრაზე, ცნობილი გახდება ჯგუფი, რომელშიც „დინამო“ მოხვდება.

კლუბი მადლობას უხდის საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ფედერაციას თანადგომისთვის.