„შეხვედრები ლეგენდებთან“ – ლაშა შავდათუაშვილი
„შეხვედრები ლეგენდებთან“ – ამ პროექტის ფარგლებში, ძიუდოს სექციის აღსაზრდელები ოლიმპიურ, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონს, ლაშა შავდათუაშვილს შეხვდნენ. მან მოზარდ სპორტსმენებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და საჩუქრად ბრენდირებული სპორტული კეპები, მაისურები და ჩანთები გადასცა. პროექტი თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.