წყალბურთი | დეიან სტანოიევიჩმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
წყალბურთი | დეიან სტანოიევიჩმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებს 18, 19 და 20 თებერვალს უმასპინძლებს. მატჩების პირდაპირ ტრანსლაციას გულშემატკივარი ტელესკოლაზე იხილავს.

„ბ“ ჯგუფში ერთმანეთს საქართველო, პოლონეთი, ბელორუსი და სლოვაკეთი დაუპირისპირდებიან. ევროპის ჩემპიონატის საგზურს კი ჯგუფის ორი საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს.

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ევრო 2022 საკვალიფიკაციო ეტაპზე:

ირაკლი რაზმაძე, ნიკოლოზ შუბლაძე, ხვიჩა ჯახაია, ვალიკო დადვანი, ბექა ქავთარაძე, მარკო ელაჩა,  რევაზ იმნაიშვილი, გიორგი მაგრაქველიძე, ნიკა შუშიაშვილი, ბორის ვაპენსკი, დუშან ვასიჩი, ​ იოვან სარიჩი, ანდრია ბითაძე, სანდრო ადეიშვილი,  ფაბიო ბარალდი.

მთავარი მწვრთნელი – დეიან სტანოევიჩი, მწვრთნელები: ზუკა რურუა, გელა ტუკვაძე

მატჩების განრიგი

18 თებერვალი

17:30 პოლონეთი-სლოვაკეთი

19:30 საქართველო-ბელორუსი

19 თებერვალი

17:00 ბელორუსი-სლოვაკეთი

19:00 საქართველო-პოლონეთი

20 თებერვალი

10:00 პოლონეთი-ბელორუსი

12:00 საქართველო-სლოვაკეთი ​

სპორტკომპლექს ოლიმპიკში მატჩებზე დასწრება თავისუფალი იქნება. შეგახსენებთ რომ საქართველოს ნაკრებმა გასულ ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ბუდაპეშტში გაიმართა, ისტორიული შედეგი დააფიქსირდა და კონტინენტის ათ საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვდა.

2022 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 27-აგვისტოდან 10 სექტემბრამდე ხორვატიაში გაიმართება.