წყალბურთი | ჩემპიონთა ლიგაზე თბილისის „დინამოს“ მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT
გაიმართა წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის 2024/25 წლების გათამაშების წილისყრა, რომელმაც თბილისის „დინამოს“ მეტოქეები გამოავლინა.
წილისყრის შედეგად გუნდები ოთხ ქვეჯგუფში გადანაწილდნენ (თითოში ოთხი გუნდი). „დინამო“ B ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები იქნებიან „ფერენცვაროში“ (უნგრეთი), „იადრანი“ (ხორვატია) და საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფში („ვულიამენი“, „რადნიჩკი“, „ბუდაპეშტი“, „მლადოსტი“) გამარჯვებული გუნდი.