წყალბურთი | ბორის ვაპენსკი თბილისის „დინამოში“ ბრუნდება #1TVSPORT
წყალბურთი | ბორის ვაპენსკი თბილისის „დინამოში“ ბრუნდება #1TVSPORT

total-waterpolo.com-ის ინფორმაციით, თბილისის „დინამოს“ წყალბურთელთა გუნდის შემადგენლობაში ბორის ვაპენსკი ბრუნდება. მიუხედავად იმისა, რომ წყალბურთელს სერბული კლუბებიც იწვევდნენ, მან კარიერის გაგრძელება „დინამოში“ ამჯობინა, სადაც 2019-21 წლებში თამაშობდა, 2021 წელს კი „დინამოდან“ იტალიურ „ბრეშაში“ გადავიდა.

32 წლის ვაპენსკის შთამბეჭდავი კარიერა აქვს. „ცრვენა ზვეზდასთან“ ერთად მოიგო ჩემპიონთა ლიგის გათამაშება (2013), 2010 წელს კი სერბეთის ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ვაპენსკიმ სერბეთის ნაკრებში 40 მატჩი ჩაატარა, შემდეგ კი საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში განაგრძო ასპარეზობა, რომელთან ერთადაც ორჯერ (2020, 2022) ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა, გასულ წელს კი ბუდაპეშტში მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა.