წყალბურთი | „აპოლომ“ ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი სერბი თავდამსხმელი დაიმატა #1TVSPORT

20:58, 05.09.2026

წყალბურთში საქართველოს ჩემპიონი „აპოლო“ ჩამპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ემზადება.

დედაქალაქურმა კლუბმა პირველი ტრანსფერი განახორციელა – „აპოლოში“ სერბი წყალბურთელი, ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი, ნემანია ვიცო ითამაშებს.

31 წლის ვიცო კარიერის განმავლობაში „პარტიზანში“, „რადნიჩკისა“ და „პრიმორაცში“ გამოდიოდა.

2024 წელს სერბეთის ნაკრებთან ერთად ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. 2018 და 2026 წლებში კი ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლებს დაეუფლა. 2019 წელს მოგებული აქვს FINA-ს მსოფლიო ლიგის გათამაშება, 2018 წელს კი მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.

„აპოლო“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩებს 18-20 სექტემბერს თბილისში გამართავს – საქართველოს ჩემპიონის მეტოქეები B ჯგუფში „ბრეშა“ (იტალია), „საბადელი“ (ესპანეთი) და „ბუდვა“ (მონტენეგრო) იქნებიან.

მსგავსი