წყალბურთი | „აპოლომ“ კონფერენციის ლიგაში „პრიმორიე“ პენალტების სერიაში დაამარცხა #1TVSPORT
წყალბურთი | „აპოლომ“ კონფერენციის ლიგაში „პრიმორიე“ პენალტების სერიაში დაამარცხა #1TVSPORT

ევროპის საკლუბო ტურნირის, კონფერენციის ლიგის გათამაშებაში „აპოლომ“ მეორე მატჩი ხორვატულ „პრიმორიესთან“ გამართა და პენალტების სერიაში 23:22 დაამარცხა.

მთელი შეხვედრა ქულა ქულაში წარიმართა და ძირითადი დრო ფრედ 13:13 დასრულდა. დაინიშნა პენალტების სერია, რომელიც „აპოლომ“ 10:9 მოიგო.

ქართულ გინდს ორი ტურის შემდეგ სამი ქულა აქვს და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებს.

„აპოლო“ 21 თებერვალს ორ მატჩს გამართავს – 12:30 საათზე იტალიურ „დე აკერს“ დაუპირისპირდება, ხოლო 22:00 საათზე ფრანგულ „მონპელიეს“ შეხვდება.

21 თებერვალს ასევე ორ მატჩს გამართავს თბილისის „დინამოც“ (რომელიც დღეს ისვენებდა) – 12:30 საათზე დინამოელები „ცრვენა ზვეზდას“ ეთამაშებიან, ხოლო 22:30 საათზე მათი მეტოქე ესპანური „მატარო“ იქნება.

„აპოლოს“ შემადგენლობა:

ირაკლი რაზმაძე (მეკარე), ბექა კაპანაძე (მეკარე); დმიტრი ალექსეევი (3 გოლი), დრაგან როგაჩა (4), დენეშ ვარგა (1), იოვან სარიჩი (2), სერდან ვუკსანოვიჩი (2), ხვიჩა ჯახაია (1), ნინო მუდრაჟია, მაქსიმ მალიშაუ, საბა მაჭავარიანი, ანდრია ბითაძე, გიორგი კირიაკიდი, მილოშ ვუკიჩევიჩი.

მთავარი მწვრთნელი: დმიტრი სტრატანი.