წყალბურთი | „აპოლომ“ იაპონური „კაშივაზაკი“ დაამარცხა და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა #1TVSPORT

21:43, 17.10.2026

შავი ზღვის თასზე, ბათუმში მესამე ტურის შევედრები გამართეს ქართულმა გუნდებმა „აპოლომ“ და „დინამომ“. დინამოელებმა „ნოვი ბელგრადს“ უმასპინძლეს და 4:17 დამარცხდნენ. „აპოლომ“ კი ორი მატჩი გამართა. ჯერ იაპონურ „კაშივაზაკის“ 34:10 სძლია, შემდეგ დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით დათმო გერმანულ „ჰანოვერთან“ – 10:11.

„ბელგრადთან“ „დინამოს“ შემადგენლობაში დუბლი შეასრულა გიორგი მაგრაქველიძემ.

„აპოლოში“ კი „ჰანოვერთან“ მთავარი მეგოლე ვუკ დრაშკოვიჩი გახდა – 3 გოლი. ორი გოლი გაიტანა დუშან ვასიჩმა, თითო – ანდრია ბითაძემ, ფილიპ გარდაშევიჩმა, მარტინ გარდაშევიჩმა, დმიტრი ალექსეევმა და მატია სლადოვიჩმა.

რაც შეეხება „აპოლო“-„კაშივაზაკის“ მატჩს, შეუჩერებელი იყო ფილიპ გარდაშევიჩი, რომელმაც ცხრა დარტყმიდან ცხრავე გოლად გარდასახა. დმიტრი ალექსეევმა 5 გოლი გაიტანა, ხოლო ანდრია ბითაძემ – 4.

„აპოლო“ A ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა, ხოლო „დინამო“ B ჯგუფში – მეოთხეზე.

მსგავსი