წყალბურთი | „აპოლომ“ და თბილისის „დინამომ“ კონფერენციის ლიგაზე პირველი მატჩები გამართეს #1TVSPORT
ევროპის საკლუბო ტურნირის, კონფერენციის თასის გათამაშებაში „აპოლომ“ პიველი მატჩი უნგრულ „ჰონვეთან“ გამართა. ძირითადი დრო ფრედ 14:14 დასრულდა, პენალტების სერიაში კი უნგერელები უფრო ზუსტნი იყვნენ და საბოლოოდ 20:19 გაიმარჯვეს.
„აპოლომ“ თამაში კარგად დაიწყო და პირველი ტაიმი სამბურთიანი უპირატესობით მოიგო, მაგრამ მეორე ნახევარში უნგრელებმა უპირატესობა გააბათილეს, მატჩი პენალტებამდე მიიყვანეს და მოიგეს.
„აპოლოს“ შემადგენლობა:
ირაკლი რაზმაძე (მეკარე), ბექა კაპანაძე (მეკარე); დმიტრი ალექსეევი (3 გოლი), დენეშ ვარგა (3), იოვან სარიჩი (3), სერდან ვუკსანოვიჩი (3), ხვიჩა ჯახაია (1), ნინო მუდრაჟია (1), მაქსიმ მალიშაუ, საბა მაჭავარიანი, ანდრია ბითაძე, დრაგან როგაჩა, ლუკა გიორგაძე, გიორგი კირიაკიდი, მილოშ ვუკიჩევიჩი
მთავარი მწვრთნელი: დმიტრი სტრატანი
„აპოლო“ მომდევნო მატჩს 20 თებერვალს ხორვატულ „პრიმორიესთან“ გამართავს.
კონფერენციის ლიგაზე პირველი მატჩი ჩაატარა მეორე ქართულმა კლუმა, თბილისის „დინამომ“, რომელიც იტალიურ „პესიპოლოსთან“ 8:13 დამარცხდა. დინამოელთაგან თავი საბა ტყელშელაშვილმა (4 გოლი), ნიკოლა ბუჩანმა (2), გიორგი მაგრაქველიძემ (1) და დრაგან დრასკოვიჩმა (1) გამოიჩინეს.
„დინამო“ მომდევნო მატჩს 21 თებერვალს „ცრვენა ზვეზდასთან“ გამართავს.