წყალბურთი | „აპოლომ“ ახალი მოთამაშეები წარადგინა #1TVSPORT

01:00, 08.09.2026

წყალბურთში საქართველოს ჩემპიონი „აპოლო“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება და გაძლიერებას განაგრძობს.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მომავალ სეზონში „აპოლოში“ ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი, სერბი ნემანია ვიცო ითამაშებს.

ამჯერად გუნდმა კიდევ რამდენიმე ახალწვეულის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია – მომავალ სეზონში „აპოლოს“ ღირსებას მონტენეგროელი თავდამსხმელები – ნიკოლა მოსკოვი და ვრუკ დაშკოვიჩი, სერბი მეკარე ლაზარ სტეპანოვიჩი და საქართველოს ნაკრების წევრი, მცველი საბა ტყეშელაშვილი დაიცავენ.

„აპოლო“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს 18-20 სექტემბერს თბილისში გამართავს – საქართველოს ჩემპიონის მეტოქეები B ჯგუფში „ბრეშა“ (იტალია), „საბადელი“ (ესპანეთი) და „ბუდვა“ (მონტენეგრო) იქნებიან.

მსგავსი