წყალბურთი | „აპოლო“, შესაძლოა, რეგიონული ლიგის გათამაშებაში ჩაერთოს - კლუბის პრეზიდენტი სერბეთში ტურნირის ხელმძღვანელებს შეხვდა #1TVSPORT
წყალბურთი | „აპოლო“, შესაძლოა, რეგიონული ლიგის გათამაშებაში ჩაერთოს - კლუბის პრეზიდენტი სერბეთში ტურნირის ხელმძღვანელებს შეხვდა #1TVSPORT

სერბეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ქართული წყალბურთისთვის მნიშნელოვან სიახლეს ჩაეყარა საფუძველი.

ბელგრადში საქმიანი ვიზიტით წყალბურთის კლუბ „აპოლოს“ წარმომადგენლები იმყოფებიან, კლუბის პრეზიდენტმა, დიმიტრი აბდუშელიშვილმა რეგიონული ლიგის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართა.

მოლაპარაკების მთავარი მიზანი საკლუბო დონეზე „აპოლოს“ ევროპის უძლიერეს ლიგაში მონაწილეობის საკითხი იყო, სადაც სერბეთის, ხორვატიისა და მონტენეგროს წამყვანი კლუბები ასპარეზობენ.

ამ რანგის ტურნირში „აპოლოს“ მონაწილეობა ქართული წყალბურთის განვითარებისთვის მნიშნელოვანი და ისტორიული მოვლენა იქნება.