წყალბურთი | „აპოლო“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს თბილისში გამართავს, „დინამო“ ევროთასზე ითამაშებს #1TVSPORT
წყალბურთში 2026/27 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონი სექტემბერიდან დაიწყება და მასში მონაწილეობას საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „აპოლო“ მიიღებს.
წილისყრის შედეგად „აპოლო“ საკვალიფიკაციო ეტაპზე B ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები „ბრეშა“ (იტალია), „საბადელი“ (ესპანეთი) და „ბუდვა“ (მონტენეგრო) იქნებიან.
საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 18-20 სექტემბრს გაიმართება და მას თბილისი უმასპინძლებს.
კიდევ ერთი ქართული კლუბი თბილისის „დინამო“ ევროთასის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. A ჯგუფში „დინამოს“ მეტოქეები „პრიმორაც კოტორი“ (მონტენეგრო), „გალათასარაი“ (თურქეთი) და „ექს ნატასიონი“ (საფრანგეთი) იქნებიან – საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 9-11 ოქტომბერს საფრანგეთში გაიმართება.