წყალბურთელთა გუნდ „დინამო თბილისს” სერბი ახალწვეული ჰყავს
წყალბურთელთა გუნდ „დინამო თბილისს” სერბი ახალწვეული ჰყავს

ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე წყალბურთელთა კლუბი „დინამო“ სერბი მოთამაშით გაძლიერდა – დუშავ ვასიჩი 27 წლის გამოცდილი წყალბურთელია.

იგი თამაშობდა „ვოივოდინაში“ (2009-2015), „ფლორენციაში“ (2016-2017), „პანათინაიკოსში“ (2017), „იადრან სპლიტში“ (2017), „ვულიაღმენში“ (2018), „ცრვენა ზვეზდასა“ (2019) და „შაბაცი“ (2020)

მას სერბეთის ნაკრების რიგებში მოგებული აქვს მსოფლიო თასი.

დუშან ვასიჩი მხოლოდ „დინამო თბილისში“ სათამაშოდ არ ჩამოდის, გათვლილია, რომ საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ იგი ჩვენი ქვეყნის ნაკრებშიც ითამაშებს.