წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს მერვე სამმართველოს თანამშრომლებმა, წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, ორი პირი: 1987 წელს დაბადებული გ.ხ. და 1976 წელს დაბადებული პ.ს. დააკავეს.

„მიმდინარე წლის 9 სექტემბერს, თბილისში, მეტროსადგური „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ორმა მოქალაქემ – გ.ხ.-მ და პ.ს.-მ პოლიტიკური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ორ აქტივისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

სამართალდამცველებმა ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზევე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.