21 ოქტომბერს, სინგაპურში ქალთა წლის შემაჯამებელი ტურნირი დაიწყება, რომელშიც სეზონის რვა საუკეთესო ჩოგბურთელი მიიღებს მონაწილეობას.
გაიმართა წილისყრა, რომლის შედეგად რვა მოთამაშე ორ ჯგუფში განაწილდა:
წითელი ჯგუფი
ანჟელიკ კერბერი (გერმანია)
ნაომი ოსაკა (იაპონია)
სლოან სტივენსი (აშშ)
კიკი ბერტენსი (ჰოლანდია)
თეთრი ჯგუფი
კაროლინ ვოზნიაცკი (დანია)
პეტრა კვიტოვა (ჩეხეთი)
ელინა სვიტოლინა (უკრაინა)
კაროლინა პლიშკოვა (ჩეხეთი)
კვირას, თეთრ ჯგუფში პირველი ტური გაიმართება – კვიტოვა სვიტოლინას შეხვდება, ვოზნიაცკი – პლიშკოვას.
ჯგუფური ეტაპის შემდეგ, ორ-ორი საუკეთესო ჩოგბურთელი ნახევარფინალში გავა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო მომენტში, ტრავმის გამო ტურნირზე უარი განაცხადა მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, რუმინელმა სიმონა ჰალეპმა.