წოწონავამ „დინამო“ დატოვა და „დილას“ შეუერთდა #1TVSPORT
წოწონავამ „დინამო“ დატოვა და „დილას“ შეუერთდა #1TVSPORT

ლევან წოწონავა გორის „დილას“ ფეხბურთელი გახდა. 24 წლის ნახევარმცველის ტრანსფერზე ინფორმაციას გუნდის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

„ლევან წოწონავა „დილას“ ფეხბურთელია, მან გუნდთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ლევანი ჩვენს გუნდს თბილისის „დინამოდან“ შეურთდა, მანამდე კი სხვადასხვა დროს მარტვილის „მერანის“, „ლიახვისა“ და „ზუგდიდის“ ღირსებას იცავდა. ახალგაზრდა ნახევარმცველს, როგორც მარჯვენა ასევე ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგზე შეუძლია თამაში,“ – ვკითხულობთ „დილას“ გავრცელებულ ცნობაში.

ლევან წოწონავას ეს ტრანსფერი გაოცებას იწვევს, რადგან 24 წლის ფლანგის შემტევი „დინამო თბილისს“ 2021 წლის 5 იანვარს მარტვილის „მერანიდან“ შეუერთდა, სადაც ეროვნული ლიგა 2-ის წლის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. წოწონავამ კლუბთან ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. მან მოსამზადებელ ეტაპზე ყველა მატჩი ჩაატარა და დიდი იმედებს უკავშირებდნენ, მაგრამ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში „დინამოს“ ფორმა მხოლოდ ერთხელ მოირგო.