წმინდა სინოდმა მეუფე იაკობი გააფრთხილა
წმინდა სინოდმა მეუფე იაკობი გააფრთხილა

ბოდბელ მთავარეპისკოპოსს, მეუფე იაკობს საჯარო განცხადებების გამო გაფრთხილება მიეცა, – ამის შესახებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის ოქმშია ნათქვამი.

„წმინდა სინოდმა განიხილა მთავარეპისკოპოს იაკობის (იაკობაშვილი) მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები. მთავარეპისკოპოსმა იაკობმა გამოხატა სინანული თავისი არაკორექტული საჯარო გამოსვლების გამო.

წმინდა სინოდმა განაჩინა: მთავარეპისკოპოს იაკობს მღვდელმთავრისათვის შეუფერებელი საქციელის გამო მიეცეს გაფრთხილება, ხოლო განმეორების შემთხვევაში მიღებულ იქნას მკაცრი ზომები“, – ნათქვამია წმინდა სინოდის სხდომის ოქმში.

დატოვე კომენტარი