ლონდონში პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) წლის შემაჯამებელი ტურნირი დაიწყო. მასში სეზონის რვა საუკეთესო ჩოგბურთელი მონაწილეობს.
ჩემპიონატი გაიხსნა სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩისა და დებიუტანტი იტალიელის მატეო ბერეტინის შეხვედრით. გახსნის მატჩში ბრძოლა არ შედგა. მსოფლიოს მეორე ჩოგანმა საათსა და ოთხ წუთში გაანადგურა მეტოქე – 6:2, 6:1.
პირველი სეტის პირველ ხუთ გეიმში ბრეიკ-პოინტი არ ყოფილა, რის შემდეგაც, ჯოკოვიჩმა შვიდი გეიმი მოიგო და 6:2, 4:0 მოიგო. აღსანიშნავია, რომ მეორე სეტში ერთადერთი გეიმი ბერეტინიმ მეტოქის მოწოდებაზე აიღო. ეს იყო იტალიელის ერთადერთი ბრეიკ-პოინტი და ბრეიკი ამ მატჩში. ჯოკოვიჩმა შვიდი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და ხუთჯერ აიღო მეტოქის მოწოდება.
ეს ჩოგბურთელები B ჯგუფში თამაშობენ. ამ ქვეჯგუფში მეორე შეხვედრა იქნება შვეიცარიელ როჯერ ფედერერსა და ავსტრიელ დომინიკ ტიმს შორის.
შეგახსენებთ, რომ A ჯგუფში ითამაშებენ: ესპანელი რაფაელ ნადალი, ბერძენი სტეფანოს ციციპასი, გერმანელი ალექსანდრ ზვერევი და რუსი დანიილ მედვედევი.