წლის საუკეთესო მწვრთნელის პრიზზე ექვსი ნომინანტი დასახელდა #1TVSPORT
ფრანგულმა გამოცემამ, France Football-მა გამოაცხადა ნომინანტები წლის საუკეთესო მწვრთნელის პრიზზე. სიაში ექვსი სპეციალისტია:
ჩაბი ალონსო (ლევერკუზენი) – მოიგო ბუნდესლიგა და გერმანიის თასი;
კარლო ანჩელოტი (რეალი) – მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა და უეფა-ს სუპერთასი;
ლუის დე ლა ფუენტე (ესპანეთის ნაკრები) – მოიგო ევრო 2024;
ჯანპიერო გასპერინი (ატალანტა) – მოიგო ევროპის ლიგა;
ხოსეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტი) – მოიგო ინგლისის ჩემპიონატი;
ლიონელ სკალონი (არგენტინის ნაკრები) – მოიგო კოპა ამერიკა;
გამარჯვებული გამოცხადდება 28 ოქტომბერს „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებაზე.