წლის საუკეთესო მორაგბეს გულშემატკივრები გამოავლენენ (ვიდეო)

19:56, 12.12.2017

საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე წლის საუკეთესო მორაგბის გამოსავლენად ხმის მიცემა დაიწყო.

წლის საუკეთესო მორაგბის ვინაობა ხუთ კანდიდატს შორის გაირკვევა. ტიტულზე ლაშა ლომიძე, ბექა ბიწაძე, ჯაბა ბრეგვაძე, მერაბ შარიქაძე და მიხეილ ნარიაშვილი არიან წარდგენილნი.

ხმის მისაცემად 31 დეკემბრის ჩათვლით 24 საათში ერთხელ კომენტარებში #ჰეშთეგით ხმა უნდა მისცეთ თქვენი აზრით საუკეთესო ქართველ მორაგბეს (ჯაბა ბრეგვაძე – #ბრეგვაძე, მერაბ შარიქაძე – #შარიქაძე, ლაშა ლომიძე – #ლომიძე, ბექა ბიწაძე – #ბიწაძე და მიხეილ ნარიაშვილი – #ნარიაშვილი).

ხმის მიცემა 24 საათში ერთხელ, ფეისბუქზე მითითებულ პოსტზეა შესაძლებელი. მომხმარებელმა არ უნდა ისარგებლოს “პასუხის გაცემის” (Reply) ფუნქციით.

https://www.facebook.com/GeorgianRugby/videos/1555021504594943/

 

მსგავსი